logo
ENG



კალაძე: პრეზიდენტის განცხადება [ევროკავშირის დახმარებაზე] არ მომისმენია

03 სექ 202112:28
3 წუთის საკითხავი
 
თბილისის მერია

მმართველი პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის კრიტიკა, ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ, არ მოუსმენია. ჟურნალისტებთან საუბარში კალაძე ისევ იმეორებს, რომ სესხის აღების საჭიროება ქვეყანას არ აქვს. 

"არ მომისმენია პრეზიდენტის განცხადება. სესხს რაც შეეხება, ამ ეტაპზე არაა აღების საჭიროება. თუ დადგება ამის საჭიროება, აუცილებლად მივმართავთ ევროკავშირს", - ამბობს კალაძე. 

მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.

ამაზე სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ქართული ოცნების გადაწყვეტილება, უარი ეთქვა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე. ამასთან სალომე ზურაბიშვილს არ უხსენებია ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირობა, მართლმსაჯულების რეფორმის შესრულებაზე. 

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველომ ვერ შეძლო მაკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა. კერძოდ, საუბარია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსური დახმარება კორონავირუსთან ბრძოლასა და საქართველოს მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა. ამასთან, ევროკავშირი ხელისუფლებას რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს და მიუთითებს მართლმსაჯულების რეფორმისკენ.


close დახურვა